12 წელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებიდან

21:02, 26.08.2020

რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებიდან 12 წელი გავიდა.

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან მალევე, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა ოთხმა ქვეყანამ – ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ – აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

რუსეთის უკანონო გადაწყვეტილების მიუხედავად დანარჩენი მსოფლიო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მსგავსი