მე-16-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის სპორტის შვიდ სახეობაში ტურნირი ჩატარდა. სპორტული ფესტივალის გამარჯვებულები იუსტიციის მინისტრმა პირადად დააჯილდოვა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მსჯავრდებულებთან შეხვედრისას მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობასა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში პატიმართა ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.