სპორტული ფესტივალი "თბი-ლისი" - ყოველ უქმეებზე ლისის ტბა სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს

დღეიდან ყოველ უქმეებზე ლისის ტბა სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ფესტივალზე მიიღეს. აქტივობები სლოგანით გააცოცხლე ქალაქი”ლისზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სახალისო შეჯიბრებებთან ერთად დაგეგმილი პროგრამა კულტურულ და საგანმანათლებლო ნაწილსაც მოიცავდა.