შანხაიში ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენა გრძელდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, მონაწილეობს ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია. შეხვედრები გამართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მანამდე ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენები გაიმართა ჰონგ-კონგში და შენჭენში, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვანი მედიის წარმომადგენლები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები ესწრებოდნენ.