ტეგი: პოლიტიკა

ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს მიმართა - რომ იცოდეთ, ხალხი, რომელიც მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ შეკრიბეთ, იქ მოვიდა არა თქვენი პატივისცემის გამო, არამედ პროტესტი ჰქონდა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც გაგიშვათ
იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის შეშფოთება იმაზე, რომ დასავლურ კურსს ვუხვევთ და ქართველი ხალხის არჩევანს გვერდს ვუვლით, სწორი კრიტიკაა 
ხათუნა სამნიძე - ევროპული სტატუსი არის ამ ქვეყნის არჩევანი, ეკუთვნის ამ ქვეყანას და ეს არ არის მხარდაჭერა რომელიმე ხელისუფლებისთვის
პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარდგა
დავით უსუფაშვილი - დღეს ჩვენ მოვისმინეთ გაბრაზებული პრეზიდენტის გამოსვლა, ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყო, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით
ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, რომ პრობლემები, რომლებიც არსებობდა წარსულში, აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში მოგვარდება
ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, მაქვს მოლოდინი, რომ რობინ დანიგანსაც ისეთივე განწყობით დახვდება საქართველოს ხელისუფლება, როგორც იქცევა მოქმედ ელჩთან მიმართებაში
ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა - არ მინდოდა, პრეზიდენტი ყოფილიყავით, მეშინოდა, რომ არ იქნებოდით თანმიმდევრული ეროვნული არჩევანის დაცვისას, მაგრამ ახლა ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს
ირაკლი კობახიძე - გაიხსენოს პრეზიდენტმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტის კონსპირაციებზე
ირაკლი კობახიძე - მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები აქტუალურია, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს
ბადრი ჯაფარიძე - მომავალი ელჩის განცხადება არის აშშ-ის პოლიტიკის შესაბამისი განცხადება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერას
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვართ კრიზისის წინაშე, სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფისა და დაპირისპირების დრო არ არის
სალომე ზურაბიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის არმიღებით ჩვენი რეპუტაცია დაზიანებულია, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, განმეახლებინა პოზიციონირება თემაზე, რომ მეორე უარს არც ვიმსახურებთ და არც უნდა მივიღოთ
სალომე ზურაბიშვილი - მიზანი, რომელიც გვაერთიანებს მე და ხალხს, ჩემთვის გადამწყვეტი იყო მაშინაც, როცა წარვდექი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს არის რუსული წნეხიდან გათავისუფლება, ევროპული მისწრაფების აღსრულება
სალომე ზურაბიშვილი - ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით, რაც უნდა იმპიჩმენტით დამემუქროთ, ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს
სალომე ზურაბიშვილი - ხალხის ნების დაცვა ჩემი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა, ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რათა დავიცვა, გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები
სალომე ზურაბიშვილი - რაც უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა - ომს
სალომე ზურაბიშვილი - რაც არ უნდა სიმართლე იყოს, რომ ოპოზიციას ბრალეულობები აქვს ხან ბოიკოტით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით, პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებაზეა
სალომე ზურაბიშვილი - უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა
სალომე ზურაბიშვილი - ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით ხელისუფლება უპირისპირდება საგარეო მიზანს, ხალხის მანდატს, გავრილოვის ჩამოყვანით პირველად გაჩნდა ეჭვები და კითხვის ნიშნები