ირაკლი კობახიძე - მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები აქტუალურია, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს
ირაკლი კობახიძე - მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები აქტუალურია, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს

საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დაუშვას.

„არსებობს გლობალური ომის პარტია. ამაში ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს, კონკრეტულ ადამიანებს. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად გახანგრძლივდეს, მაგალითად, უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, სამხედრო კონფლიქტი შეიძლება მათი სურვილის მიხედვით გადავიდეს სხვა ქვეყნებში. ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამ ფონზე, მთავარია, ჩვენ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები. რაც მთავარია, ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. ჩვენ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ. ამას სჭირდება ყოველდღიური სიფხიზლე. ეს რისკ-ფაქტორები ჯერ კიდევ აქტუალურია. მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკი არის აქტუალური. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.