ტეგი: მსოფლიო

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის ომი ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა
ქუვეითში, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია
12 არაბული და ისლამური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანს მოუწოდეს, შეწყვიტოს თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს
მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი დარტყმების შემდეგ ბრიტანეთში გაზის ფასები დილიდან 20 პროცენტზე მეტით გაიზარდა
ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გაიზარდა და ბარელზე 114 დოლარს მიაღწია
„ვაშინგტონ პოსტი“ - ვაშინგტონში მდებარე სამხედრო ბაზასთან, სადაც მარკო რუბიო და პიტ ჰეგსეტი ცხოვრობენ, ამოუცნობი დრონები დაფიქსირდა
„ბლუმბერგის“ ცნობით, საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე ეგვიპტე ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვას იწყებს, რის შედეგადაც მაღაზიები და კაფეები სამუშაო საათებს შეამცირებენ
„პოლიტიკო“ - „ევროპის სახალხო პარტიამ“ მოითხოვა ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება, კითხვები ეხება წლების წინ იუგოსლავიის სადაზვერვო სამსახურთან მარტა კოსის სავარაუდო თანამშრომლობას
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს
„სქაი ნიუსი“ - ირანში ორი პოლიციელის მკვლელობასა, ასევე აშშ-ისა და ისრაელის სასარგებლოდ ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მცირე ნდობა, რაც ირანთან არსებობდა, სრულიად განადგურდა, ქვეყანა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ქმედებები განახორციელოს
პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე ირანული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა
„ვაშინგტონ პოსტი“ - პენტაგონმა თეთრ სახლს ირანის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად 200 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფა სთხოვა
დონალდ ტრამპი - ისრაელი სამხრეთ ფარსის საბადოს აღარ დაარტყამს, თუ ირანი გაუაზრებლად არ გადაწყვეტს, კვლავ დაარტყას უდანაშაულო ქვეყანას, თუ ასე მოხდა, აშშ საბადოს მთლიანად გაანადგურებს
„სიბიეს ნიუსი“ - ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული ამერიკული ავიამზიდი „ჯერალდ რ. ფორდი“ ხანძრის შემდეგ სარემონტოდ საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზისკენ მიემართება
„რადიო თავისუფლება“ - „„უცხოელი აგენტების“ კანონი ჩეხეთში: ინიციატივის ავტორს რუსეთთან კავშირები აქვს“
კატარმა ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და 24 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
მასუდ ფეზეშქიანი - მკაცრად ვგმობ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, ასეთმა ქმედებებმა შეიძლება, გამოიწვიოს უკონტროლო შედეგები, რომელთა მასშტაბი მსოფლიოს მოიცავს
ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ ბანდარ-ანზალზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
კატარის საგარეო უწყება - ირანი აგრძელებს ესკალაციას, რასაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად