კატარმა ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და 24 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
Image processed by CodeCarvings Piczard ### FREE Community Edition ### on 2014-07-09 21:42:10Z | | ÿ½ÿ½ÿ¹ÿs?
კატარმა ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და 24 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატარი „გაერო-ს წესდების 51-ე მუხლისა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული თვითდაცვის უფლების შესაბამისად იტოვებს პასუხის გაცემის უფლებას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად“.
მანამდე კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, QatarEnergy-მა დაადასტურა, რომ რაკეტებმა რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქს დაარტყეს, ამ ტერიტორიაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია განლაგებული. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის.