მსოფლიო ჩემპიონატის LIVE FEED - ცოცხალი

15 ივლისი

19:00 – ფინალი            საფრანგეთი 4-2 ხორვატია

22:15 – მატჩის საუკეთესო მომენტები

21:37 – ესეც ასე, მორიგ ჩემპიონს გადაეცა ოქროს თასი და მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო ტურნირი ოთხი წლით გვემშვიდობება.

21:30 – პელეც გამოეხმაურა კილიან მბაპეს მიღწევას: ‘მეორე თინეიჯერი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში, კილიან მბაპე! კარგია, თორემ ცოტა მომწყინდა აქ მარტო ყოფნა’, – წერს პელე.

21:25 – ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – კილიან მბაპე (საფრანგეთი); ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ლუკა მოდრიჩი (ხორვატია); ტურნირის საუკეთესო მეკარე – ტიბო კურტუა (ბელგია); ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი – ჰარი კეინი (ინგლისი)

21:10 – ამ ხალხსაც მივაგოთ პატივი. ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან, ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ.

21:05 – გოლების სიმრავლით (ძირითად დროში) წლევანდელი ფინალი მხოლოდ 1958 წლის ფინალს ჩამორჩა, როდესაც ბრაზილიამ შვედეთი 5-2 დაამარცხა, კილიან მბაპე კი მეორე თინეიჯერი გახდა მუნდიალების ისტორიაში, რომელმაც ფინალურ მატჩში გოლის გატანა შეძლო. პირველი პელე იყო იმავე 1958 წელს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა იმ ფინალში დუბლი შეასრულა და ეს მიღწევა ჯერ არავის გაუმეორებია.

21:00 – ველოდებით დაჯილდოების ცერემონიალს.

20:55 – დიდიე დეშამი მესამე ადამიანია, ვინც მოთამაშის რანგშიც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მწვრთნელის რანგშიც. პირველი ბრაზილიელი მარიო ზაგალო იყო, მეორე – გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი.

90+5′ – დასრულდაააა!!!! საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია!! 

90+1′ – 5 წუთი დაემატა ძირითად დროს.

89′ – ხორვატები კვლავ უტევენ და ეს გასაგებიცაა. დაცვაში რა საქმე აქვთ?

მანჯუკიჩის გოლი (4-2)

82′ – ხორვატები კვლავ უტევენ და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდათ. მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი რჩება.

მბაპეს გოლი (4-1)

პოგბას გოლი (3-1)

68′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლლლ!!! ხორვატიამ ერთი გოლი გაქვითა!!!! ლორისის მიუტევებელი შეცდომა და მანჯუკიჩის გოლი! საოცარ ფინალს ვუყურებთ

65′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლლლ!!!!! მბაპეეეეეეეეეეეე!!!!!!! მორჩა!! საფრანგეთი ჩემპიონია!!!

59′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! პოგბააააააა!!!!! საფრანგეთი ძალიან მიუახლოვდა მსოფლიოს თასს!!!

54′ – რა მოიგონა ახლა ლორისმა?! ბურთის ტრაექტორია ვერ გათვალა და ძალიან წინ გამოვიდა, თუმცა თითებით მაინც შეეხო და კუთხური.

52′ – მბაპეს ჰქონდა კარგი შანსი!!! ხორვატთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზეა.

48′ – ხორვატების კიდევ ერთი სახიფათო შეტევა. მათ ახლა კარგად ესმით, რომ თუ საფრანგეთმა კიდევ გაიტანა, მატჩის მოგების შანსები მინიმუმამდე მცირდება.

47′ – თითო კარგი შეტევა გაცვალეს გუნდებმა, ორივე შემთხვევაში მეკარეები ადგილზე იყვნენ.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო!

19:55 – ბოლო ფინალი, რომელშიც სამი გოლი გავიდა, 1998 წელს გაიმართა და იქაც საფრანგეთი იყო მატჩის ერთ-ერთი მონაწილე. მაშინ ფრანგებმა ბრაზილია 3-0 დაამარცხეს.

1998 წლის 12 ივლისი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი: საფრანგეთი 3-0 ბრაზილია. ფოტოზე: ლილიან ტიურამი (15) და რონალდო.

45+3′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+1′ – პირველი ტაიმის ძირითად დროს 3 წუთი დაემატა.

გრიზმანის გოლი:

41′ – ყვითელი ბარათი ლუკა ერნანდესს (საფრანგეთი)

40′ – მომენტი ხორვატიას!!! რებიჩს ვერ მოაჯდა ბურთი ფეხზე.

38′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! საფრანგეთი ისევ წინ გადის. გრიზმანმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა!!!

36′ – პენალტი ხორვატიის კარში!! მსაჯმა ვიდეოგამეორება გამოიყენა და საფრანგეთის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. 

პერიშიჩის გოლი:

30′ – ყვითელი ბარათი კანტეს (საფრანგეთი)

29′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! პერიშიიიიიიიიიიიიიიიიჩ!!!!! ხორვატიამ გაათანაბრა!!!

28′ – სახიფათო ჯარიმა საფრანგეთის კარის მიმართულებით.

მანჯუკიჩის ავტოგოლი:

19′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!!! მანჯუკიჩის ავტოგოლი!!! საფრანგეთი წინ გადის!

10′ – ხორვატებმა უკვე ორი საინტერესო მომენტის შექმნა მოასწრეს. ფრანგები ჯერ-ჯერობით თავს იცავენ და შეტევაში ვერაფერს ქმნიან.

01′ – მატჩი დაიწყო!

18:25 – საფრანგეთი და ხორვატია ერთმანეთს ხუთჯერ შეხვედრიან და აქედან თითოჯერ – მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე. 1998 წელს, საფრანგეთში გამართული მუნდიალის ნახევარფინალში, ანგარიში ხორვატებმა გახსნეს, თუმცა დარჩენილ დროში საფრანგეთმა ორის გატანა მოახერხა, ფინალში გავიდა და ჩემპიონიც გახდა. ეს იყო ხორვატიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებების პირველი დაპირისპირება ისტორიაში. ამის შემდეგ, 1999 და 2000 წლებში, საფრანგეთმა ხორვატიას კიდევ ორჯერ მოუგო, 2004 წელს კი, პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. ამ გუნდების დღეისათვის ბოლო0 დაპირისპირება 2011 წელს შედგა და ის მატჩიც ფრედ, 0-0 დესრულდა. ამრიგად, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთისთვის ჯერ არც ერთხელ არ მოუგია.

18:17 – სასტარტო შემადგენლობები:

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, პოგბა, გრიზმანი, ჟირუ, მბაპე, კანტე, მატუიდი, ერნანდესი
ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, სტრინიჩი, პერიშიჩი, ლოვრენი, რაკიტიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, მანჯუკიჩი, რებიჩი, ვიდა

14 ივლისი

18:00 – მატჩი მესამე ადგილისთვის         ბელგია 2-0 ინგლისი

90+3′ – მატჩი დასრულდა! ბელგიის ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორია!

90+3′ – ყვითელი ბარათი ვიტსელს.

90′ – მატჩი დასასრულს უახლოვდება და ინგლისელებიც ხვდებიან, რომ ბრინჯაოს მედლები მათ მეტოქეს ხვდა წილად. ბელგიის ნაკრებისთვის ეს ყველაზე დიდი წარმატებაა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

82′ – ედენ აზაააააააარ!!!! ბელგია ამ გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებს!! 2-0

80′ – რა შეტევა!!! რა მომენტი!!!! რა მოგერიება!!! ფეხბურთის ზეიმი! ბელგიელებმა ელვისებური კონტრშეტევა განახორციელეს და მერტენსი ურტყამდა კარში ბურთის მიწაზე დაუშვებლად. მეკარემ მოიგერია.

78′ – ყვითელი ბარათი მაგუაუერს.

73′ – კიდევ ერთი კარგი მომენტი დაიერს. ამჯერად მისი თავური სუსტი და არაზუსტი გამოდგა.

70′ – ცარიელი კარიდან  გამოაქვს ბურთი ბელგიელ მცველს!!! დაიერი გავიდა მეკარესთან პირისპირ, მეკარესაც აჯობა, მაგრამ ალდერვაირელდმა გოლი არ დაუშვა!

65′ – რომელუ ლუკაკუ თამაშიდან გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰარი კეინს ამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობას ვეღარავინ შეეცილება. ინგლისელს 6 გოლი აქვს გატანილი და დღეს კიდევ აქვს შანსი, რომ პირადი ანგარიში გაზარდოს. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, 3-3 გოლი აქვთ გატანილი კილიან მბაპესა და ანტუან გრიზმანს და იმისათვის, რომ კეინს დაეწიონ, ფინალში ერთ-ერთ მათგანს სამი გოლის გატანა მოუწევს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

 

55′ – კარგი მომენტები ჰქონდათ ჯერ კეინს, შემდეგ კი ლუკაკუს. ინგლისელთა კაპიტანი ვარდნაში ცდილობდა დარტყმას, მაგრამ ბურთს ფეხი ააცილა, ხოლო ლუკაკუ მეკარესთან პირისპირ დატოვა თანაგუნდელმა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა.  

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

45′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

37′ – შადლის, როგორც ჩანს, კუნთი დაეჭიმა და შესაცვლელია. ვერმელენი ითამაშებს მის ნაცვლად.

შადლიმ (22) დღეს საგოლე პასი გააკეთა და მოედნიდან ვალმოხდილი გადის. იმედია ტრავმა სერიოზული არ იქნება.

35′ – ეფექტური მომენტი ვიხილეთ: ტილემანსი ურტყამდა შორიდან, მაგრამ პასი გამოუვიდა და ალდერვაირელმა ეფექტურად გადაგზავნა ბურთი კარისკენ. დასანანია, რომ გოლი არ გავიდა.

24′ – ძალიან სახიფათო მომენტი ბელგიელთა კართან. სტერლინგმა კეინს დაუგორა და ეს უკანასკნელი ძლიერად ურტყამდა კარში. არაზუსტად.

20′ – მაგუაიერის თავური კურტუას ნადავლი ხდება.

19′ – ლოფტუს-ჩიკი შეიჭა ბელგიელთა საჯარიმოში. კუთხური.

17 ‘ – ლუკაკუ  მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ბურთი ძალიან წინ გაიგდო და პიკფორდმა დაასწრო.

12′ – გაშვებული გოლის შემდეგ ინგლისელები მეტოქის საჯარიმოსკენ მიიწევენ, მაგრამ ბელგიის ყოველი ყონტრშეტევა სახიფათო მომენტით მთავრდება. ასე თუ გაგრძელდა, ”წითელი ეშმაკები” დიდი ანგარიშით მოიგებენ.

04′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!!!! ბელგია წინ გადის!!! ტომას მენიეეეეე!!!!

01′ – მატჩი დაიწყო.

18:00 – სასტარტო შემადგენლობები:

ბელგია: კურტუა, ალდერვაირელდი, კომპანი, ვერტონგენი, ვიტსელი, დე ბრეინე, ლუკაკუ, ედენ აზარი, მენიე, ტილემანსი, შადლი
ინგლისი: პიკფორდი, როუზი, დაიერი, სტოუნსი, მაგუაიერი, კეინი, სტერლინგი, ტრიპიერი, ჯონსი, დელფი, ლოფტუს-ჩიკი

16:45 – ინგლისი და ბელგია მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმანეთს მეორედ ხვდებიან, მთლიანობაში კი, მუნდიალების ისტორიაში – მეოთხედ. პირველი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის 1954 წელს, შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე შედგა და ჯგუფური ეტაპის მატჩი 4-4 დასრულდა. ამის შემდეგ, 1990 წელს, ეს გუნდები ერთმანეთს მეორე ეტაპზე, ანუ მერვედფინალში შეხვდნენ და ის მატჩი ინგლისმა მოიგო – 1-0. რაც შეეხება ბოლო მატჩს, ის მიმდინარე ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა და ბელგიელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

1954 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიაში. ბელგია 4-4 ინგლისი.

 

11 ივლისი

22:00 – ნახევარფინალი ხორვატია 2-1 ინგლისი

 

01:00 – ხორვატიის ნაკრებმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ვნახოთ მატჩის საუკეთესო მომენტები და დაველოდოთ ფინალს, რომელიც 15 ივლისს გაიმართება.

120+4′ – დასრულდააააა!!!!! ხორვატიამ ისტორია შექმნა!!!! ფინალი: საფრანგეთი-ხორვატია

120+1′ – 4 წუთი დაემატა მეორე დამატებით დროს.

109′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! მანჯუკიიიიიიიჩჩჩჩ!!!!! ხორვატია წინ გადის და ისტორიას ქმნის!!! პირველად არის ეს პატარა ქვეყანა მუნდიალის ფინალთან ასე ახლოს!!!

106′ – მეორე დამატებითი ტაიმი დაიწყო

105+3′ – პირველი დამატებითი ტაიმი დასრულდა.

105+2′ – მანჯუკიიიიიჩჩჩჩჩ!!! მეკარემ სასწაულად დაასწრო!! ინგლისი გადარჩა. ალბათ ამით პირველი დამატებითიც დასრულდება.

99′ – უუუუუუუუუუუჰჰჰჰჰ!!!! ვრსალკომ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. 

96′ – ყვითელი რებიჩს.

91′ – პირველი დამატებითი ტაიმი დაიწყო.

90+3′ – ძირითადი დრო დასრულდა. ველოდებით დამატებით ტაიმებს. 

90+1′ – 3 წუთი დაემატა.

90′ – ძირითადი დროის ბოლო წუთი წავიდა. ხორვატები უტევენ.

83′ – მანჯუკიიიიიიჩჩჩჩ! შემოტრიალებით ურტყამდა, მაგრამ პიკფორდი ადგილზეა.

82′ – პერიშიჩი ნამდვილად საუკეთესოა და თუ ხორვატია ფინალში გავიდა, სწორედ მას უნდა უმადლოდეს.

76′ – შთაბეჭდილება იქმნება, რომ დამატებითი დრო არც ერთ გუნდს არ სურს. ლინგარდი აკეთებდა გამჭოლ პასს, რომელსაც ვერავინ გამოეხმაურა.

70′ – უუუუუჰჰჰ!!! პერიშიჩი ურტყამდა ისევ და ძელიიიი!!!!

68′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! პერიშიიიიიიიჩჩჩ. 

65′ – უუუუუჰჰ!!! პერიშიჩი ურტყამდა შორიდან და მცველები გადაეღობნენ ბურთს.

61′ – რაკიტიჩი ურტყამდა შორიდან. ძალიან არაზუსტად.

57′ – კეიიინნნნ!!!! თავით წინ ჩაუწვა გამჭოლ პასს, მაგრამ ლოვრენმა ააცალა ბურთი. 

56′ – ლინგარდი ურტყამდა და ლოვრენმა დაუხვედრა ბურთს ფეხი. კუთხური.

53′ – ყვითელი ბარათი უოკერს.

50′ – მეორე ტაიმის დასაწყისში ხორვატების დაცვა უფრო ყურადღებით თამაშობს და თითქოს ნახევარდაცვაც პოულობს თავის თამაშს. ვნახოთ.

48′ – ყვითელი ბარათი ანტე რებიჩს.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

45+1′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45′ – ხორვატების პრესინგმა გარკვეული შედეგი გამოიღო, ინგლისელი მცველები შეცდნენ და რაკიტიჩს მიეცა კარგი შანსი. დარტყმა ვერ მოახერხა.

43′ – ხორვატები პირველ ტაიმს ყველა კომპონენტში აგებენ. მაქსიმუმი, რასაც გვთავაზობენ, შორეული დარტყმებია.

38′ – ხორვატები ახლა პრესინგს მიმართავენ და ინგლისელები სულ უფრო ხშირად რთავენ თამაშში თავიანთ მეკარეს. თუმცა, მათ მოქმედებებში პანიკა არ იგრძნობა. ინგლისელები მატჩის სრულ ბატონ-პატრონებად გრძნობენ თავს.

36′ – უუუუუჰჰჰ!!!! ლინგარდი ურტყამდა კონფორტული პოზიციიდან. არაზუსტად.

33′ – სახიფათო კონტრშეტევა ხორვატების შესრულებით და ეშლი იანგმა დააზღვია მცველები: რებიჩს მოქნეული ფეხიდან ააცალა ბურთი..

32′ – ხორვატების კარგი პასუხი: რებიჩი ურტყამდა შორიდან, მაგრამ მეკარე ადგილზეა

30′ – უუუუუუჰჰჰ!!!! ძალიან კარგი მომენტი კეინს, მაგრამ ჯერ მეკარემ იყოჩაღა, მერე – მცველებმა. 

25′ – ტრიპიერის გოლი ჯერ-ჯერობით ერთადერთია ამ შეხვედრაში.

20′ – პერიშიჩი ურტყამდა შორიდან, მაგრამ ბურთი კარს აცდა. ხორვატები კუთხურს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ ინგლისელ მცველს ბურთი არ მოხვედრია. არადა, ოდნავ მართლა მოხვდა…

15′ – ინგლისელები უტევდნენ სახიფათოდ, მაგრამ ტრიპიერის ბოლო პასმა არ ივარგა.

10′ – ინგლისელები მშვენივრად აკონტროლებენ სიტუაციას, ხორვატები კი საკუთარ თამაშს ჯერ-ჯერობით ვერ პოულობენ და ერთი კუთხურის გარდა მეტოქისთვის არაფერი შეუთავაზებიათ.

05′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!!! სახიფათო ჯარიმა დაინიშნა ხორვატთა კარის მიმართულებით და ტრიპიერმა ბურთი პირდაპირ ცხრიანში გაუშვა. 1-0

01′ – მატჩი დაიწყო!

21:00 – სასტარტო შემადგენლობები:

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, სტრინიჩი, პერიშიჩი, ლოვრენი, რაკიტიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, მანჯუკიჩი, რებიჩი, ვიდა
ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაგუაიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი, კეინი, სტერლინგი, ტრიპიერი, იანგი, დელე ალი

20:30 – ინგლისსა და ხორვატიას შორის აქამდე 7 მატჩი გამართულა და ბალანსი ინგლისელთა მხარესაა – 4 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება. თუმცა, ამ ორი წაგებიდან ერთ-ერთი ინგლისელებისთვის ყველაზე მტკივნეულ წაგებათა რიცხვში შედის.

2007 წლის 21 ნოემბერს, ეს გუნდები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში შეხვდნენ. ხორვატიას უკვე განაღდებული ჰქონდა ფინალურ ეტაპზე თამაში, ინგლისს კი აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, რათა მეორე ადგილი შეენარჩუნებინა. მატჩი უემბლის სტადიონზე, თითქმის 90 ათასი ინგლისელი ქომაგის თვალწინ გაიმართა და ხორვატთა გამარჯვებით, 3-2 დასრულდა. ამის შედეგად, ევროპის ჩემპიონატის მეორე საგზური რუსეთს ხვდა წილად, რომელმაც იმავე დღეს ანდორა დაამარცხა, ინგლისი კი ჯგუფში ჩარჩა.

ხორვატები ინგლისის კარში გატანილ გოლს ზეიმობენ: 2007 წლის 21 ნოემბერი.

მართალია 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისმა ამ წაგებისთის სრულფასოვანი რევანში აიღო, როდესაც გასვლაზე 4-1 ხოლო სახლში 5-1 დაამარცხა ხორვატები, მაგრამ 2007 წლის ნოემბრის ის საშინელი საღამო მათ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, აქ ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან.