მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | კოლუმბიამ დებიუტანტი უზბეკეთი დაამარცხა - ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა – ბოლო შეხვედრა კოლუმბიასა და ტურნირის დებიუტანტ უზბეკეთს შორის შედგა, სამხრეთამერიკელებმა 3:1 მოიგეს.

პირველ ტაიმში კოლუმბიამ დანიელ მუნიოსის გოლით გაიმარჯვა. მე-60 წუთზე ფაიზულაევმა უზბეკეთის ისტორიაში ფეხბურთის მსოფლიო თასზე პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი უფრო გააქტიურდა – ლუის დიასმა 65-ე წუთზე უპირატესობა აღადგინა, ხოლო საბოლოო ანგარიში კამპასმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში დააფიქსირა.

შედეგად, K ჯგუფში, პირველი ტურის შემდეგ, ლიდერი კოლუმბიაა 3 ქულით. თითო ქულა აქვთ პორტუგალიას და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, უქულოდ არის უზბეკეთი.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026, K ჯგუფი | მეორე ტურის განრიგი:

23 ივნისი, 21:00 საათი | პორტუგალია – უზბეკეთი (ჰიუსტონი)

24 ივნისი, 06:00 საათი | კოლუმბია – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ზაპოპანი)