ფაბიო კანავარო უზბეკეთის ნაკრების თამაშით კმაყოფილია #1TVSPORT
ფაბიო კანავარო უზბეკეთის ნაკრების თამაშით კმაყოფილია #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი წრე კოლუმბია-უზბეკეთის მატჩით დასრულდა. შეხვედრა სამხრეთამერიკელებმა 3:1 მოიგეს.

მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო დებიუტანტის, უზბეკეთის ნაკრებისკენ, რომელსაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფაბიო კანავარო წვრთნის.

„ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. მათ ვუთხარი – მომეწონა ის, რაც მოედანზე ვნახე. კოლუმბიისა და პორტუგალიის დონის გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია, მით უმეტეს, მათთან გამარჯვება. ჩვენ დებიუტანტი ნაკრები გვყავს და უნდა დავტკბეთ და ვიამაყოთ მსოფლიო ჩემპიონატზე გატარებული ყოველი წუთით“, – განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა.