ტეგი: ფასები

შალვა პაპუაშვილი - საპარლამენტო კომისიის ამოცანა იყო, ფასების წარმოქმნის სტრუქტურა შეესწავლა, იქნება შინაარსობრივი დასკვნა, როგორ ხდება საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება, გამოსწორდეს
ირაკლი კობახიძე - ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს
„ბიბისი“ - გაერო-ს შეფასებით, სპარსეთის ყურეში ომის გამო ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემდეგ მოსალოდნელია საკვების, დასვენების, ტაქსის მომსახურების, მანქანების და სესხების გაძვირებაც
ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა
ირაკლი კობახიძე - ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კვებითი პროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს
ირაკლი კობახიძე - პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, რათა დადგინდეს, რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი, ვფიქრობთ, ეს პროცესი შედეგს გამოიღებს
მარიამ ქვრივიშვილი - კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობა გვაქვს, ამ სწორი ბალანსის დაცვას ემსახურება ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი
შოთა ბერეკაშვილი - საპარლამენტო კომისია არის პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე, შემდეგი ეტაპია ანალიტიკა, ბოლო ეტაპი კი შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედებაა
შოთა ბერეკაშვილი - რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები
„დილის პროდუქტების“ დირექტორი - ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება, გავაძვირეთ 9 იანვრიდან, პრემიერის გამოსვლის შემდეგ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ ეს მოხდა ჩვენი მოგების ხარჯზე
ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ, ეს გვიმყარებს რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, იმედი მაქვს, ფასები შემცირდება
მარიამ ქვრივიშვილი - კერძო სექტორის წარმომადგენლებმა თავადვე დაადასტურეს, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია
ირაკლი კობახიძე - ხშირად საუბრობენ ოპონენტები, თითქოს გადასახადებია პრობლემა, საქართველოში საგადასახადო ტვირთი ყველაზე დაბალია ევროპაში ირლანდიის შემდეგ, თუმცა ფასები ევროპაში არის უფრო დაბალი
ირაკლი კობახიძე - მეწარმეებთან, დისტრიბუტორებთან, ქსელებთან ერთად, გვინდა, ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, ყველაზე სწორი ფორმით მოვახერხოთ მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთის შემცირება
მარიამ ქვრივიშვილი - მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კერძო სექტორთან დიალოგის ფორმატით სწორი გადაწყვეტის გზები მონახოს, რათა ფასების შემცირება იყოს არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გამოსავალი
ირაკლი კობახიძე - კანონმდებლობით მარჟებს ვერ დავადგენთ, თუმცა არსებობს ანტიმონოპოლიური კუთხით კანონმდებლობის შემუშავების პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში და ამ თემებს ვამუშავებთ
მარიამ ქვრივიშვილი - ხელისუფლების პოლიტიკაა, ბალანსით, დიალოგით სწორი გამოსავალი მოიძებნოს სამომხმარებლო პროდუქციის გაიაფებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის
ირაკლი კობახიძე - შესაძლოა, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებაზე, ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, თუმცა იმედი გვაქვს, ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება