შოთა ბერეკაშვილი - საპარლამენტო კომისია არის პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე, შემდეგი ეტაპია ანალიტიკა, ბოლო ეტაპი კი შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედებაა
შოთა ბერეკაშვილი - საპარლამენტო კომისია არის პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე, შემდეგი ეტაპია ანალიტიკა, ბოლო ეტაპი კი შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედებაა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიზანი სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეფექტურობის გაზრდაა, რაც კარგად აისახება როგორც მომხმარებელზე, ისე ბიზნესზე.

„ჩვენ ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი ეტაპი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედებაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური, გაიზრდება ბაზრის კონკურენცია და კაპიტალიზაცია. ვიმედოვნებთ, ერთეულის ფასები შემცირდება და ეს მომხმარებლისთვისაც კარგია და ბიზნესისთვისაც, რადგან უფრო კონკურენტულ ფასში გაიყიდება მეტი პროდუქცია“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.