ტეგი: ირანი

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - გამოხმაურება
ვითარება ახლო აღმოსავლეთში 
პიტ ჰეგსეტი - ჩვენ განვსაზღვრავთ ომის პირობებს თავიდან ბოლომდე, თქვენ თუ მოკლავთ ან დაემუქრებით ამერიკელებს ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში, ჩვენ გაგანადგურებთ, ყოყმანის გარეშე მოგკლავთ
პიტ ჰეგსეტი - ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, თუმცა ჩვენ დავასრულებთ მას, ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და არ ვკარგავთ დროსა და სიცოცხლეებს
ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციისას კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
პედრო სანჩესი - ესპანური საზოგადოება ირანის რეჟიმის წინააღმდეგია, ამავდროულად, წინააღმდეგია გაუმართლებელი, საშიში სამხედრო ჩარევის, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცდება
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა - „ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში“
სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ირანიდან გაშვებული რაკეტის შედეგად ისრაელის სამხრეთში 15 ადამიანი მსუბუქად დაშავდა
კვიპროსის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ სამხრეთ კვიპროსში, ბრიტანულ ბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა, თუმცა კვიპროსი რაიმე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს
იოჰან ვადეპული - გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებში, ჩვენ არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები
ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს
„ბიბისი“ - ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა
დონალდ ტრამპი - ირანში საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული
ისრაელის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ირანის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იერუსალიმის ერთ-ერთ უბანს დაარტყა, დაიჭრა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჟენევაში მოლაპარაკებებმა პროგრესი აჩვენა ირანისა და აშშ-ის შეთანხმებისკენ, ომი არ ნიშნავს მშვიდობის იმედის ჩაქრობას, მოლაპარაკებები მალე უნდა განახლდეს 
კირ სტარმერი - აშშ-მა მოითხოვა ბრიტანული ბაზების თავდაცვითი მიზნით გამოყენების ნებართვა, გადავწყვიტეთ, დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის დარტყმები რეგიონში
ემანუელ მაკრონი - აშშ-ისრაელის დარტყმებმა რეგიონში უპრეცედენტო ესკალაცია გამოიწვია, ირანის საპასუხო სარაკეტო შეტევებმა არაპროპორციულად დაარტყა სამიზნეებს, ჩვენ პარტნიორების გვერდით დგომას ვაგრძელებთ
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში ირანის რაკეტები და დრონები გამოყენებამდე ირანის ტერიტორიაზე გაანადგურონ