პიტ ჰეგსეტი - ჩვენ განვსაზღვრავთ ომის პირობებს თავიდან ბოლომდე, თქვენ თუ მოკლავთ ან დაემუქრებით ამერიკელებს ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში, ჩვენ გაგანადგურებთ, ყოყმანის გარეშე მოგკლავთ
ჩვენ განვსაზღვრავთ ამ ომის პირობებს თავიდან ბოლომდე, ვიმედოვნებთ, ირანელი ხალხი ისარგებლებს ამ შესანიშნავი შესაძლებლობით, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა პენტაგონში ბრიფინგისას განაცხადა.
ჰეგსეტის თქმით, ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ მისია მიზანმიმართულია, გაანადგუროს ირანის რაკეტწარმოება.
„ომის დეპარტამენტმა დაიწყო ოპერაცია „ეპიკური რისხვა“, ყველაზე ლეტალური, კომპლექსური და ზუსტი საჰაერო ოპერაცია ისტორიაში. 47 წლის განმავლობაში ესქპანსიონისტურმა და ისლამურმა რეჟიმმა თეირანში აწარმოა სასტიკი და ცალმხრივი ომი ამერიკის წინააღმდეგ. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, მაგრამ, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ დავასრულებთ მას. მათმა ომა ამერიკელების წინააღმდეგ დაბადა ჩვენი შურისძიება აიათოლასა და სიკვდილის კულტის მიმართ. თქვენ თუ მოკლავთ ან დაემუქრებით ამერიკელებს ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში, ჩვენ გაგანადგურებთ, სადაც არ უნდა იყოთ, ყოყმანის გარეშე მოგკლავთ. ირანი აგებდა ძლიერ რაკეტებსა და დრონებს, რათა შეექმნა კონვენციური ფარი თავიანთი ბირთვული შანტაჟის ამბიციებისთვის. ირანს კონვენციური იარაღი ჰქონდა მოშვერილი ჩვენს თავთან და ცდილობდა ბირთვული ბომბისკენ გზის გაკვლევას. ისინი აჭიანურებდნენ, ცდილობდნენ დროის მოგებას, თავიანთი მარაგების შევსებას და ბირთვული ამბიციების განახლებას. ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ მისია მიზანმიმართულია, გაანადგუროს ირანის შეტევითი რაკეტები, რაკეტწარმოება, გაანადგუროს მათი ფლოტი და უსაფრთხოების სხვა ინფრასტრუქტურა, მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. ჩვენ განვსაზღვრავთ ამ ომის პირობებს თავიდან ბოლომდე. ვიმედოვნებთ, ირანელი ხალხი ისარგებლებს ამ შესანიშნავი შესაძლებლობით“, – განაცხადა ჰეგსეტმა.