ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ვითარება სულ უფრო რთულდება – მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ამერიკა-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის მესამე დღეს იერიშები არ წყდება. რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები. პარალელურად, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისინი მიზნის მიღწევამდე არ გაჩერდებიან და სამხედრო ოპერაცია დაახლოებით ოთხი კვირა გაგრძელდება.

ირანში, სახელმწიფო მედიის ცნობით, 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ისრაელში ბეით-შემეშში განხორციელებულ დარტყმებს კი ცხრა პირი ემსხვერპლა, 11 დაკარგულად ითვლება. ისრაელის ცნობით, ირანის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იერუსალიმის ერთ-ერთ უბანს დაარტყა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამი ადამიანი დაიღუპა, ერაყში – ოთხი, ქუვეითში კი ერთი. აფეთქებებს ემსხვერპლა სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც. შტატების ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ მიმდინარე ოპერაციის განმავლობაში ირანში 1 000-ზე მეტი სამიზნეა დაბომბილი. კონფლიქტი გავრცელდა უკვე ლიბანშიც.

თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.