ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჟენევაში მოლაპარაკებებმა პროგრესი აჩვენა ირანისა და აშშ-ის შეთანხმებისკენ, ომი არ ნიშნავს მშვიდობის იმედის ჩაქრობას, მოლაპარაკებები მალე უნდა განახლდეს 
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჟენევაში მოლაპარაკებებმა პროგრესი აჩვენა ირანისა და აშშ-ის შეთანხმებისკენ, ომი არ ნიშნავს მშვიდობის იმედის ჩაქრობას, მოლაპარაკებები მალე უნდა განახლდეს 

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიდ ბად ალბუსაიდიმმა განაცხადა, რომ, რეგიონში სამხედრო დაძაბულობის მიუხედავად, აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიის კარი ღია რჩება.

„ჟენევაში მოლაპარაკებებმა ნამდვილი პროგრესი აჩვენა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის უპრეცედენტო შეთანხმებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებდით ომის თავიდან აცილებას, ომი არ ნიშნავს მშვიდობის იმედის ჩაქრობას. კვლავ მჯერა დიპლომატიის ძალის. რაც შეიძლება მალე უნდა განახლდეს მოლაპარაკებები“, – აღნიშნავს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, ჟენევაში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები სწორედ ომანის შუამავლობით წარიმართა.