ვითარება ახლო აღმოსავლეთში – გამოხმაურება
ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ჩინეთი ამერიკას და ისრაელს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაო ნინი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე საქონლისა და ენერგიის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო არხებია და უნდა დასრულდეს სამხედრო ოპერაციები დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, ირანიდან ჩინეთის 3000-ზე მეტი მოქალაქე ევაკუირებულია.