ზვიად შალამბერიძე – ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ არის იმ პარტიის, რომელიც დესტრუქციას ემსახურება, ეს არის მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვას ვითხოვთ

11:16, 15.09.2026

ჯანსაღი კრიტიკა და კონსტრუქციული ოპოზიცია ნებისმიერი ხელისუფლების უკეთესი მუშაობისთვის საჭიროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში არ არის იმ პარტიის ადგილი, რომელიც დესტრუქციას ემსახურება

„ოპოზიციური პარტიების მხრიდან კონსტრუქციულ კრიტიკას მივესალმებით, მაგრამ როცა დესტრუქცია მოდის ამა თუ იმ პარტიის მხრიდან, ეს სახელმწიფოს განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პარტიის, რომელიც დესტრუქციას ემსახურება, ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ეს არის სწორედ განმაპირობებელი მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვას ვითხოვთ“, – აღნიშნა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

მსგავსი