ზვიად კვაჭანტირაძე - „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე საპრეზიდენტო კანდიდატებზეც იყო საუბარი
ზვიად კვაჭანტირაძე - „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე საპრეზიდენტო კანდიდატებზეც იყო საუბარი

პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, საპრეზიდენტო კანდიდატებზეც იყო საუბარი, – ამის შესახებ, შეხვედრის შემდეგ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის ყველაფერი მაისში „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდება ცნობილი.

„გაკვრით იყო საუბარი საპრეზიდენტო კანდიდატზე, სახელები არ დასახელებულა. მიდის კონსულტაციები, თუმცა ვისთან მიდის, ვერ გეტყვით, მაგრამ პარტიის ყრილობისთვის, რომელიც მაისის პირველ ნახევარში ჩატარდება,  საზოგადოებისთვის  ყველაფერი ცნობილი იქნება“ , – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებამდე არანაირი სერიოზული ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება, ეს პრემიერ-მინისტრსაც ეხება.

ამასთან, მისი თქმით, საპარლამენტო თანამდებობების დონეზე საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა, პარტიის პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება, რა მიმართულებით, ამას ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვდრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.