ზვიად კვაჭანტირაძე - მომავლის გეგმებზე სასაუბროდ ვიკრიბებით
ზვიად კვაჭანტირაძე - მომავლის გეგმებზე სასაუბროდ ვიკრიბებით

სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ვიკრიბებით,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან განუცხადა, სადაც უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება.

„ვერაფერს ვერ გეტყვით მეტს, რაც ვიცი. დღეს მომავლის გეგმებზე სასაუბროდ ვიკრიბებით. ამაზე მეტს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, სანამ სხდომა არ დასრულდება“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ და აღნიშნა, რომ სხვა ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, რომელიც შესაძლოა, დღეს უმრავლესობის შეხვედრაზე განიხილონ,  კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ სხდომის შემდეგ იტყვის, ხედავს თუ არა სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას.

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში 15:00 საათზე დაიწყება. როგორც დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, შეხვედრას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.