ზვიად კუპრავა - არ გაბედონ ზაზა სარალიძეზე ხელის აწევა
ზვიად კუპრავა - არ გაბედონ ზაზა სარალიძეზე ხელის აწევა

არ გაბედონ ზაზა სარალიძეზე ხელის აწევა, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე  აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა.

„არ გაბედონ ზაზაზე ხელის აწევა. ისინი არა თუ გადადგებიან, ვერ გაასწრებენ ვერსად. ზაზას შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის დაცვა არ სჭირდება, ზაზას დაცვა ხართ თქვენ“, – მიმართა ზვიად კუპრავამ აქციის მონაწილეებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, რის გამოც მას მოწმეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებები შესთავაზეს.

ამასთან, ზაზა სარალიძემ აქციაზე განაცხადა, რომ მას დაცვა არ სჭირდება.