ზვიად ძიძიგური - გამარგინალებული სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური თვალსაზრისით არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს
ზვიად ძიძიგური - გამარგინალებული სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური თვალსაზრისით არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სერიოზული დანაშაული ჩაიდინა და დეპუტატი ვალერი გელაშვილი მისი უშუალო დავალებით საგაზეთო სტატიისთვის სასტიკად ცემეს.

„ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დავალებით განხორციელებული თავდასხმა დეპუტატზე. შემდეგ მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს და პარლამენტიდან საერთოდ გაიყვანეს. ეს ძალიან კარგად მახსოვს”, – განაცხადა ძიძიგურმა.

რც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებებს, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური დევნისა და იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ეშინია, ძიძიგური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ვერ შეცვლის.

„გამარგინალებული სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური თვალსაზრისით არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. მინდა შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს როდესაც ემორჩილებოდა ჯარი, პოლიცია, უშიშროება, პარლამენტი, ბანკი, ბიზნესი, მთავრობა, ყველაფერი მისი რომ იყო, მაშინ მოვუგეთ არჩევნები და მიხეილ სააკაშვილმა ახლა რა უნდა დააკლოს პოლიტიკურ სიტუაციას. ის სახურავებზე სირბილით გვამახსოვრებს თავს. სამწუხაროა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე ვლაპარაკობ ამას, მაგრამ ის არის მარგინალების რიგში”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  მიხეილ სააკაშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებოდა.