მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოიტანა.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს შეიარაღებული თავდასხმისა და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედებოდა ბრალად.

მასთან ერთად ამავე საქმეზე პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე მიეცნენ. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი.

კერძოდ, ივანე მერაბიშვილს საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეს არის მიხეილ სააკაშვილისთვის მეორე გამამტრუნებელი განაჩენი.  სანდრო გირგვლიანის ეპიზოდზე მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

დატოვე კომენტარი