ზვიად ძიძიგური - ეკონომიკურ ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილი ძალიან მნიშვნელოვანია, სიღარიბეს მხოლოდ ამით დავამარცხებთ
ზვიად ძიძიგური - ეკონომიკურ ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილი ძალიან მნიშვნელოვანია, სიღარიბეს მხოლოდ ამით დავამარცხებთ

მცირე მთავრობაზე უფრო მნიშვნელოვანი გზავნილი მობილური მთავრობაა, რასაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი რეორგანიზაცია უზრუნველყოფს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს ძიძიგურმა განუცხადა, უწყებების მხრიდან მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების დაჩქარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოება სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ითხოვს.

„ეკონომიკური ზრდის სისწრაფე ერთი თემაა, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილი როგორი იქნება. სიღარიბის დამარცხებას მხოლოდ ამით მივაღწევთ. აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც მსხვილი ბიზნესი არ ქმნის. სამუშაო ადგილები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით იქმნება“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ გამართავს.