ზუროსმა სერბეთისთვის და ავსტრიისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდს წინ აქვს ბოლო ორი შეხვედრა პირველ საკვალიფიკაციო ტურნირში – 29 ივნისს სერბეთთან, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიასთან. ორივე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
ამ მატჩებისთვის ზუროსმა გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 22 კალათბურთელია. ჯერჯერობით, ჩვენი გუნდი 18 კალათბურთელით ვარჯიშობს. წამყვანი ლეგიონერები – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი და გოგა ბითაძე გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.
მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ორ საკონტროლი მატჩს გამართავს: 22 და 23 ივნისს, პრაღაში ჩეხეთის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ახალი ნატურალიზებული მოთამაშე გახდა ამერიკელი ტად მაკფადენი.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:
მცველები – გიორგი ცინცაძე (პოლიტექნიკა, რუმინეთი), ტად მაკფადენი (კიმისი, საბერძნეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), ლუკა ბულაშვილი (გრან კანარია, ესპანეთი), რევაზ როგავა (ოლიმპი), დუდა სანაძე (პისტოია, იტალია), ნოდარ გოგოძე (დინამო);
ფორვარდები – მანუჩარ მარკოიშვილი (რეჯო ემილია, იტალია), მიხეილ ჭოჭუა (ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (ოლიმპი), თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), ანატოლი ბოისა (კაკტუსი), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი, აშშ), მიხეილ ბერიშვილი (დინამო), ილია ლონდარიძე (დინამო), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი), ბექა ბექაური (ქუთაისი), გეგი ბაქრაძე (ოლიმპი);
ცენტრები – გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი), გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი), გიორგი ტურძილაძე (კაკტუსი).