ზურიკო დავითაშვილის საგოლე გადაცემა „სენტ-ეტიენისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა #1TVSPORT

00:10, 13.09.2026

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, თუმცა მისი აქტიურობა „სენტ-ეტიენს“ „დიუნკერკთან“ გასვლით შეხვედრაში არ ეყო და გუნდი 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. 43-ე წუთზე სწორედ მისი საგოლე გადაცემის შემდეგ გახსნა ანგარიში ანტუან ბოაკიემ. მიუხედავად დაწინაურებისა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ქართველის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია. ახალ სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში დავითაშვილმა ერთი გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

რაც შეეხება ესპანეთის ლა ლიგა 2-ს, მე-5 ტურის მატჩმა „კადისსა“ და „ლას-პალმასს“ შორის (0:1) ქართველების გარეშე ჩაიარა – გიორგი გოჩოლეიშვილი და იური ტაბატაძე ტრავმირებულები არიან.

მსგავსი