დღეს, გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ვეტერან მოჭიდავეთა შორის.
100 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ წიქარაძემ ფინალურ შეხვედრაში რუს ალექსანდრ არხანგელსკის შედეგით 2:1 სძლია და ვეტერანთა შორის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი გახდა.
88კგ. წონით კატეგორიაში კი მეორე საპრიზო ადგილზე შმაგი გოქაძე გავიდა.