ზურაბ თალაკვაძე ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს #1TVSPORT
ზურაბ თალაკვაძე ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს #1TVSPORT

ლოზანაში სპორტულ ჟურნალისტთა მსოფლიო ასოციაციის რიგით 88-ე კონგრესი მიმდინარეობს, რომლის მუშაობაშიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე და გენერალური მდივანი ზურაბ თალაკვაძე მონაწილეობენ.

დღეს გამართულ ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის არჩევნებზე ზურაბ თალაკვაძე, რომელიც წლების მანძილზე ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლდათ, პრაქტიკულად ერთხმად იქნა არჩეული ევროპული ორგანიზაციის გენერალურ მდივნად.

ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი ფრანგი მარკ ვენტულიაკი გახდა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელთა შვეიცარიაში ვიზიტი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.