საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ქართველი მოჭადრაკისთვის ეს სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ტიტულია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.