ზურაბ მსხალაძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
მექსიკაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე (U20) ზურაბ მსხალაძემ (89 კგ) ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 155 კგ. დაძლია და პირველი მოძრაობა მეოთხე ადგილზე დაასრულა. აკვრაში თავი 191 კილოგრამს გაართვა და აქაც მეოთხე ადგილი დაიკავა.
ორჭიდში მოგროვებული 346 კილოგრამით კი ზურაბ მსხალაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს საბა ასანიძემ (81 კგ) ორი ბრინჯაო მოიგო – აკვრასა და ორჭიდში.