ზურაბ ჯაფარიძე – „სამართლიანი არჩევნები“ ითვლის ოქმებს და შეიძლება მართლა ჰქონდა მათემატიკური შეცდომა დაშვებული, მაგით არსებითად არაფერი იცვლება
„სამართლიანი არჩევნები“ ითვლის ოქმებს და შეიძლება მართლა ჰქონდა რაღაც მათემატიკური შეცდომა დაშვებული, მაგით არსებითად არაფერი იცვლება, – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
„ოქმებით ვერ დგინდება გაყალბების მასშტაბი, მაგალითად მაგით შეუძლებელია, დაადგინო კარუსელები, რომელიც სავარაუდოდ ტრიალებდა, რაზეც მიუთითებს დისბალანსი ოქმებში და უბნების დიდი რაოდენობა არის, სადაც ბიულეტენების ნაკლებობაა, მაგას ხომ ვერ დაადგენ. ჩემი აზრით, ოპოზიციის პოზიციებს ეს არ ცვლის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.