„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა
„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა “ დღეს პარალელური ხმის დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების მიხედვით, არსებობს გარკვეული ცვლილებები პარტიების პროცენტულ მაჩვენებელში.

კერძოდ, დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ გამოთვლილი პროცენტი არის 47.6, ცდომილების ხარისხი არის 0.7%, მინიმალური შედეგი – 46.9%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 48.3%.

იგივე მაჩვენებლები პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით ასეთია: „ქართული ოცნების“ გამოთვლილი პროცენტი არის 45.8, ცდომილების ხარისხი არის 0.7%, მინიმალური შედეგი – 45.1%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 46.5%.

დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ გამოთვლილი პროცენტი არის 27.4, ცდომილების ხარისხი არის 0.6%, მინიმალური შედეგი – 26.8%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 28.0%.

იგივე მაჩვენებლები პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით ასეთია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ გამოთვლილი პროცენტი არის 26.4%, ცდომილების ხარისხი არის 0.6%, მინიმალური შედეგი – 25.8%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 27.0%.

დღევანდელი მონაცემებით, „ევროპული საქართველოს“ გამოთვლილი პროცენტი არის 3.8, ცდომილების ხარისხი არის 0.2%, მინიმალური შედეგი – 3.6%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 4.0%.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგები კი ასეთია: „ევროპული საქართველოს“ გამოთვლილი პროცენტი არის 3.7%, ცდომილების ხარისხი არის 0.2%, მინიმალური შედეგი – 3.5%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 3.9%.

დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსის“ გამოთვლილი პროცენტი არის 3.2%. ცდომილების ხარისხი არის 0.1%, მინიმალური შედეგი – 3.1%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 3.3%.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით – „პატრიოტთა ალიანსის“ გამოთვლილი პროცენტი არის 3.1%, ცდომილების ხარისხი არის 0.1%, მინიმალური შედეგი – 3.0%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 3.2%.

დღევანდელი მონაცემებით, „ლელოს“ გამოთვლილი პროცენტი არის 3.2%, ცდომილების ხარისხი არის 0.2%, მინიმალური შედეგი – 3.0%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 3.4%.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით – „ლელოს“ გამოთვლილი პროცენტი არის 3.1%, ცდომილების ხარისხი არის 0.2%, მინიმალური შედეგი – 2.9%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 3.3%.

დღევანდელი მონაცემებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გამოთვლილი პროცენტი არის 3.1%, ცდომილების ხარისხი არის 0.1%, მინიმალური შედეგი – 3.0%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 3.2%.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგები კი ასეთია: „სტრატეგია აღმაშენებლის“ გამოთვლილი პროცენტი არის 3.0%, ცდომილების ხარისხი არის 0.1%, მინიმალური შედეგი – 2.9%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 3.1%.

დღევანდელი მონაცემებით, „გირჩის“ გამოთვლილი პროცენტი არის 3.0, ცდომილების ხარისხი არის 0.2%, მინიმალური შედეგი – 2.8%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 3.2%.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგები კი ასეთია: „გირჩის“ გამოთვლილი პროცენტი არის 2,8, ცდომილების ხარისხი არის 0.2%, მინიმალური შედეგი – 2.6%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 3.0%.

დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ გამოთვლილი პროცენტი არის 1.3%, ცდომილების ხარისხი არის 0.1%, მინიმალური შედეგი – 1.2%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 1.4%. ​

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ გამოთვლილი პროცენტი არის 1.3%, ცდომილების ხარისხი არის 0.1%, მინიმალური შედეგი – 1.2%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 1.4%.

დღევანდელი მონაცემებით „ლეიბორისტული პარტიის“ გამოთვლილი პროცენტი არის 1.0%, ცდომილების ხარისხი არის 0.1%, მინიმალური შედეგი – 0.9%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 1.1%.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით „ლეიბორისტული პარტიის“ გამოთვლილი პროცენტი არის 1.0, ცდომილების ხარისხი არის 0.1%, მინიმალური შედეგი – 0.9%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 1.1%.

დღევანდელი მონაცემებით „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველოს“ გამოთვლილი პროცენტი არის 0.9%, ცდომილების ხარისხი არის 0.1%, მინიმალური შედეგი – 0.8%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 1.0%.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველოს“ გამოთვლილი პროცენტი არის 0.9%, ცდომილების ხარისხი არის 0.1%, მინიმალური შედეგი – 0.8%, ხოლო მაქსიმალური შედეგი – 1.0%.

ამასთან, „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ დაფიქსირებული ხარვეზისა და დაზუსტებული შედეგების მიუხედავად, ეს დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა. შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს: 1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება; 3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი; 4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება.

შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე.  მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური ხმის დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის პროცენტის გათვალისწინებით, ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებულ შედეგებს.

კერძოდ, ცესკო-ს მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო შედეგების თანახმად, ხმების პროცენტული გადანაწილება ასეთია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.22%; „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27.18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14%; „ლელო“ – 3.15% (60 691 ხმა); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15%; „ლელო“ – 3.15%; „გირჩი“ – 2.89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ 1.33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1.00%.