ზურაბ ჯაფარიძე - გამოკითხულთა დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი ხმას ვის მისცემს, ამიტომ ოპოზიციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული
ზურაბ ჯაფარიძე - გამოკითხულთა დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი ხმას ვის მისცემს, ამიტომ ოპოზიციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული

„ენდიაის“ გამოკითხულთა დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი ხმას ვის მისცემს, ამიტომ ოპზიციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „ენდიაის“ კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„88 პროცენტი აპირებს რომ წავიდეს არჩევნებზე და აქედან, დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რა ტიპის კამპანია იქნება დარჩენილი თვენახევრის განმავლობაში. ბევრი რამაა დამოკიდებული ოპოზიციაზე. ოპოზიცია თუ შეძლებს მოსახლეობისთვის იმის გასაგებად ახსნას, რას გავაკეთებთ და როგორ შევცვლით ქვეყანას, როდესაც „ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ მოვიგებთ ამ არჩევნებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88 პროცენტი), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას (59 პროცენტი).

ენდიაის“ საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები ძირითადად ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან.