ზურაბ ჯაფარიძე - ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის ფორმატი ამჯერად არის ოდნავ განსხვავებული, ინდივიდუალურად ხვდებიან პარტიებს
ზურაბ ჯაფარიძე - ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის ფორმატი ამჯერად არის ოდნავ განსხვავებული, ინდივიდუალურად ხვდებიან პარტიებს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან ხვალინდელი შეხვედრის ფორმატი განსხვავებულია.

ჯაფარიძის თქმით, დიპლომატები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდებიან.

„თემები რა იქნება, არ ვიცი, მართლა. სავარაუდოდ, კავშირში იქნება იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც არსებობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. უბრალოდ, ამჯერად ფორმატი არის ოდნავ განსხვავებული, რაღაც ინდივიდუალურად ხვდებიან პარტიებს. ჩვენ არ ვადგენთ ამ შეხვედრების განრიგს, თვითონ მათი დღის წესრიგი არის. გვთხოვეს, მივსულიყავით და მივდივართ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან 20 ნოემბრის შეხვედრაზე განაცხადეს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. ელისაშვილმა შეხვედრის ადგილი და დრო არ დაასახელა, ხოლო „ლელოში“ ამბობენ, რომ შეხვედრა ხვალ, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში 14:00 საათზე შედგება.