ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ლელოს“ წარმომადგენლები ხვალ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდებიან
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ლელოს“ წარმომადგენლები ხვალ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდებიან

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ხვალ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრას გამართავენ.

„ჩვენ დაგვპატიჟეს ამ შეხვედრაზე და შესაბამისად, იქ გაირკვევა საუბრის საგანი და შეხვედრის შინაარსი. წინასწარ ჩვენ შეთანხმებული არ ვართ ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგზე. ჩვენ ყველა შესაძლებლობას, როდესაც ვხვდებით ჩვენ მეგობარ ელჩებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყოველთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსაზრებები, ხედვა გავუზიაროთ შექმნილ ვითარებაზე, გამოსავალზე ამ კრიზისიდან. ასე რომ, ყველა შეხვედრისას ჩვენ გვაქვს ძალიან შინაარსობრივი, ძალიან კონსტრუქციული საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიდეთ ამ შექმნილი კრიზისიდან“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში 14:00 საათზე „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია სამუშაო შეხვედრას გამართავენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით.