ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საქმეზე ჩანიშნული განხილვის გადადების წინააღმდეგი იყვნენ
ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საქმეზე ჩანიშნული განხილვის გადადების წინააღმდეგი იყვნენ

გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „მოძრაობა დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული განხილვის გადადების წინააღმდეგი იყვნენ.

როგორც თამარ კორძაიას წარმომადგენელმა, საბა ცაგარეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, საქმის განხილვის გადადება მოითხოვა, ვინაიდან საქმეში გუშინ ჩაერთო, სრულფასოვნად ვერ შეძლო საქმის მასალების გაცნობა და მოსარჩელე კორძაიასთან საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბება.

საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობას ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარიას წარმომადგენელი არ ეთანხმებოდნენ.

თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, თუ რატომ დააკმაყოფილა თამარ კორძაიას შუამდგომლობა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსარჩელე თამარ კორძაიას შუამდგომლობაზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა არსებითი განხილვის გადადების თაობაზე, არანაკლებ ორი კვირის ვადით. როდის გაგრძელდება არსებითი განხილვა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. შუამდგომლობის დაკმაყოფილებას პლენუმმა დაუჭირა მხარი. სამივე სარჩელი შინაარსობრივად იდენტურია და სასამართლომ მიიჩნია, რომ გაერთიანებული საქმის განხილვა ერთდროულად მოხდეს“,- განაცხადა სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა, გიორგი ლომთაძემ.

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა გადადო.

დატოვე კომენტარი