საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საქმეზე განხილვა გადაიდო
საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საქმეზე განხილვა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა გადადო.

საქმის არსებითი განხილვის გადადება თამარ კორძაიას შუამდგომლობის საფუძველზე  მოხდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილა მოსარჩელე თამარ კორძაიას წარმომადგენლის, საბა ცაგარეიშვილის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. ვინაიდან, ეს არის პირველი შუამდგომლობა ქალბატონი თამარ კორძაიას მიერ სხდომის გადადების თაობაზე, დაკმაყოფილდეს და პროცესი სამივე მოსარჩელის მიმართ ჩატარდეს მაისის თვეში. როგორც შუამდგომლობაშია მითითებული, არაუადრეს ორი კვირისა ჩატარდება სხდომა. ვფიქრობთ, ასეთი გადაწყვეტილება უფრო სწორია, იმდენად რამდენადაც, პლენუმს ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება ამ სამივე სარჩელის გაერთიანების შესახებ“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ.