ზურაბ იაკობიშვილი ნახევარფინალში დამარცხდა | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

18:58, 22.10.2018

ზურაბ იაკობიშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს გაზიმაგომედოვთან დაამარცხდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. რუსმა სპორტსმენმა პასიურობისთვის გაფრთხილება მიიღო, 30 წამში ქულა ვერ აიღო და იაკობაშვილი მინიმალური ანგარიშით დაწინაურდა. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.

მეორე პერიოდში პასიურობისთვის იაკობაშვილი დაისაჯა და გაზიმაგოდევმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ბოლო წამებზე რუსმა ილეთიც შეასრულა და 3:1 მოიგო.

ზურაბ იაკობაშვილმა ნახევარფინალამდე სლოვაკ ტაიმურაზ სალკაზანოვს მოუგო, შემდეგ კი ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი, იხტიორ ნავრუზოვი დაამარცხა.

 

 

მსგავსი