ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებით დაიწყო | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალიდან ჩაერთო.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, მერვედფინალში სლოვაკეთის ნაკრების წევრი, ტაიმურაზ სალკაზანოვი დაამარცხა და მეოთხედფინალში იასპარეზებს.

შეხვედრა 1:1 დასრულდა, იაკობიშვილმა გამარჯვება ბოლო ქულის უპირატესობით მოიპოვა.

მომდევნო შეხვედრაში იაკობიშვილი უზბეკ იხტიარ ნავრუზოვს შეხვდება.