ფორმულა 1-ის 2027 წლის სეზონისთვის ყველა გუნდის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

13:30, 26.11.2026

ფორმულა 1-ის 2027 წლის სეზონისთვის თერთმეტივე გუნდის შემადგენლობა ოფიციალურად დაკომპლექტდა. უკანასკნელი ვაკანტური ადგილი ამერიკულ გუნდში, „ჰაასში“ იყო, რომელმაც ბრიტანელ ოლივერ ბერმანთან თანამშრომლობის გაგრძელება დაადასტურა.

21 წლის პილოტის თანაგუნდელი ბრაზილიელი რაფაელ კამარა იქნება, რომელმაც „ჰაასში“ ფრანგი ესტებან ოკონი ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მომავალი სეზონისთვის 11 გუნდიდან 10-მა პილოტების უცვლელი შემადგენლობა შეინარჩუნა და ერთადერთი ცვლილება სწორედ „ჰაასში“ განხორციელდა. შესაბამისად, ესტებან ოკონი 2027 წლის სეზონს ძირითადი პილოტის სტატუსის გარეშე შეხვდება.

ფორმულა 1-ის გუნდების შემადგენლობები 2027 წლის სეზონისთვის:

  • „მერსედესი“ – კიმი ანტონელი, ჯორჯ რასელი
  • „ფერარი“ – შარლ ლეკლერი, ლუის ჰემილტონი
  • „მაკლარენი“ – ლანდო ნორისი, ოსკარ პიასტრი
  • „რედ ბული“ – მაქს ფერსტაპენი, ისაკ ჰაჯარი
  • „უილიამსი“ – კარლოს საინსი, ალექს ალბონი
  • „ასტონ მარტინი“ – ფერნანდო ალონსო, ლენს სტროლი
  • „რეისინგ ბულსი“ – ლიამ ლოუსონი, არვიდ ლინდბლადი
  • „ჰაასი“ – ოლივერ ბერმანი, რაფაელ კამარა
  • „აუდი“ – ნიკო ჰულკენბერგი, გაბრიელ ბორტოლეტო
  • „ალპინი“ – პიერ გასლი, ფრანკო კოლაპინტო
  • „კადილაკი“ – ვალტერი ბოტასი, სერხიო პერესი

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის დასრულებამდე ორი ეტაპი დარჩა – კატარისა და აბუ დაბის გრანპრი. 2027 წლის სეზონი 14 მარტს ბაჰრეინის გრანპრით გაიხსნება.

მსგავსი