მარსაგიშვილს და ხუციშვილს ბრინჯაომდე ერთი შეხვედრა აშორებთ | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

დავით მარსაგიშვილს (92 კგ.) და დავით ხუციშვილს (79 კგ.) ბრინჯაოს მედლამდე ერთი შეხვედრა აშორებთ.

რეპეშაჟის პირველი შეხვედრა ორივე ქართველმა მოჭიდავემ მოიგო. დავით მარსაგიშვილმა ნიკოლაი ჩებანი 8:0 დაამარცხა.

დავით ხუციშვილმა გერმანელ მარტინ ობსტს 10:0 მოუგო.

ხუციშვილი რეპეშაჯის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ, აჰმედ გაჯიმაგომედოვს შეხვდება, მარსაგიშვილის მეტოქე კი ირანელი ალირეზა კარიმიმაჩიანი იქნება.