ძიუდო | თინათინ გულბანი კადეტთა შორის ტაშკენტის გრანპრის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
ტაშკენტში დასრულებულ ძიუდოს გრანპრიზე კადეტთა შორის, თინათინ გულბანი (63 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა – ქართველი ფინალურ დაპირისპირებაში მასპინძელ სპორტსმენთან, უზბეკ იულდაშევასთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თემურ რობაქიძემ (+90 კგ), მაია ღვალაძემ (+70 კგ) და სალომე მერკვილაძემ (52 კგ).
ტაშკენტის გრანპრიზე 19 ქვეყნის 250 ძიუდოისტი მონაწილეობდა.