ოდიკაძემ ნახევარფინალი სადულაევთან დათმო | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

19:11, 22.10.2018

ელიზბარ ოდიკაძე (97) მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლისათვის ბრძოლას გამოეთიშა.

ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალში რუს აბდულრაშიდ სადულაევთან 10:0 დამარცხდა. ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის უკვე ხვალ იბრძოლებს, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ფინალური ორთაბრძოლა აბდულრაშდ სადულაევსა და ამერიკელ კაილი სნეიდერს შორის გაიმართება.

ოდიკაძემ პირველ მატჩში ვენესუელელი რობერტ დიაზი დროზე ადრე, 10:0 დაამარცხა. მეოთხედფინალურ მატჩში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელ ასლანბეგ ალბორივს 4:3 მოუგო.

 

მსგავსი