იაკობიშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში არიან | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]
იაკობიშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში არიან | ბუდაპეშტი 2018 [ვიდეო]

ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ოქროს მედლისათვის ბრძოლას აგრძელებენ.  ქართველი ფალავნები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ზურაბ იაკობიშვილმა, უზბეკი მეტოქე, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი, იხტიორ ნავრუზოვი დაამარცხა (5:1).

ელიზბარ ოდიკაძე კი მეოთხედფინალში მსოფლიოს პრიზიორ, აზერბაიჯანელი ასლანბეგ ალბორივს შეხვდა და 4:3 მოუგო. შემდეგ ეტაპზე ოდიკაძის მეტოქე რუსი აბდულრაშიდ სადულაევი იქნება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი კი 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონს – გაჯიმაგომედოვს დაუპირისპირდება.