ზურაბ ჭიაბერაშვილი - დღესაც არის ბიუჯეტში რესურსი, რომ გადასახადებმა დაიკლოს და პენსია გაიზარდოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - დღესაც არის ბიუჯეტში რესურსი, რომ გადასახადებმა დაიკლოს და პენსია გაიზარდოს

საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები განმარტავენ, წარდგენილი ცვლილებები მცირე მთავრობის ძირითად კონცეფციას არ პასუხობს და ხარჯების დაზოგვას არ უზრუნველყოფს.

„სამწუხაროდ, მამუკა ბახტაძის მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტული გათვლები, როგორ უნდა შემცირდეს მთავრობის ზომა. ჩვენ, „ევროპულ საქართველოში” კი, მიგვაჩნია რომ დღესაც უამრავი რესურსია ბიუჯეტში, რათა  გადასახადებმა დაიწიოს და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, მეორე მხრივ კი, ბიუჯეტში პენსიის წელსვე 50 ლარით გასაზრდელად თანხები გამოინახოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს საპარლამენტო კომიტეტები დღეს  განიხილავენცვლილებების თანახმად, მთავრობის სტრუქტურაში 14-დან 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.