ზუგდიდში მიხეილ მესხის სახელობის 11 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს
ზუგდიდში მიხეილ მესხის სახელობის 11 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს

მიხეილ მესხის სახელობის 11 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონი მონაწილეობს, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდანაც. როგორც ასპარეზობის ორგანიზატორმა თემურ გეთიამ პირველ არხს განუცხადა, ტურნირი წრიული სისტემით მიმდინარეობს.

ხვალ გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან.

დაწესებულია საუკეთესო ბომბარდირის, მცველის, მეკარისა და მაყურებელთა სიმპათიის პრიზები. გამარჯვებული გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

თემურ გეთიას თქმით ასპარეზობა ტრადიციული გახდება და სოფელ კახათში ყოველწლიურად გაიმართება.

ტურნირს მიხეილ მესხის მეუღლე ქეთევან მესხი ესწრება. მან სიტყვით მიმართა ნორჩ ფეხბურთელებს და წარმატებები უსურვა.

ხვალ, ფინალური მატჩის შემდეგ, კახათის სტადიონზე ტურნირის ორგანიზატორი და ქალბატონი ქეთევან მესხი მიხეილ მესხის სახელობის  ტურნირის ვარსკვლავს გახსნიან