ზუგდიდში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპული მარიამ ქუთელიას საფლავი გვირგვინით შეამკეს

14:01, 13.06.2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპული მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს ოთხი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

მსგავსი