13 ივნისის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა

07:06, 13.06.2019

21 დაღუპული, ორი დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე – 13 ივნისის სტიქიიდან დღეს ოთხი წელი გავიდა.

სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

13 ივნისის სტიქია მირიან მელაძის ფოტოობიექტივში.

მსგავსი