ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გამოსწორება 5 მაისამდეა შესაძლებელი
ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გამოსწორება 5 მაისამდეა შესაძლებელი

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ბრალდებებს საარჩევნო სიაში არსებულ უზუსტობასთან დაკავშირებით ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში უპასუხეს.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აცხადებს, ბოლო ოთხი წელია, ამომრჩეველთა რაოდენობა რადიკალურად არ შეცვლილა და მერყეობს 100-200 ადამიანის ფარგლებში.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა ერთიანი სიები და გასაჩივრების წესები ხვალ-ზეგ გამოქვეყნდება და თუ იქნება მსგავსი ფაქტები, გამოსწორება 5 მაისამდე არის შესაძლებელი.

მირანდა მესხის განმარტებით, ერთიანი საარჩევნო სია ყველა პოლიტიკურ სუბიექტს გააჩნია. მათ შეუძლიათ, იმუშაონ და მსგავსი ფაქტები საოლქო საარჩევნო კომისიას მიაწოდონ.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ დღეს განაცხადა, რომ ზუგდიდში, გამსახურდიას #113-ში, სადაც ტაძარი შენდება, 50-მდე ადამიანია ჩაწერილი.